კლოპი: ეს სწორი რეაქცია იყო

კლოპი: ეს სწორი რეაქცია იყო "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, საკუთარი გუნდის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისმა მოთამაშეებმა საჭირო ხასიათი გამოავლინეს.

"ყველაფერი სწორი რეაქციის დამსახურებაა. ცხოვრებაში არსებობს რაღაც მომენტები რომელზეც ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ, თუმცა მაშინაც გვაქვს შესაძლებლობა მართებული რეაგირება მოვახდინოთ. მე ძალიან მომეწონა ბიჭების დამოკიდებულება შექმნილი მოცემულობის მიმართ.

გუნდმა აჩვენა, რომ მომავალშიც შესაბამისი მუშაობის გაგრძელება სურს, ფეხბურთელებმა დააფიქსირეს, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მე ველოდებოდი მსგავს რეაქციას, მაგრამ როდესაც შენ ხანგრძლივი წარმატებული პერიოდი გაქვს და უეცრად წარუმატებლობას აწყდები, ამაზე ადამიანები სხვადასხვა დამოკიდებულებას იჩენენ.

მოთამაშეებმა სწორედ ის გააკეთეს, რასაც მე მათგან ვითხოვდი. მათ ნამდვილი ბრძოლა გამართეს და შედეგად ორ შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიეთ."
-აღნიშნავს იურგენ კლოპი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.