კეინი: გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმი ხდება

კეინი: გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმი ხდება "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ჰარი კეინი, საკუთარი გუნდის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი ფეხბურთელებით უმაღლეს მიზნებზე ბრძოლა შესაძლებელია.

"ვფიქრობ ახლა ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გუნდი ნამდვილად ერთიანი გახდა. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთად უკვე 4-5 წლის მანძილზე ასპარეზობენ. მიმდინარე წელს, ტრანსფერების წყალობით კიდევ უფრო გავძლიერდით, ახლა ყველანი დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ვიცით, რომ ამ გუნდით და ამ მოთამაშეებით, რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვიძლია.

როდესაც თქვენ ასეთ კლუბში გადადიხართ, უნდა იცოდეთ, რომ თითოეული ქულისთვის ნამდვილი ბრძოლა იქნება. ჩემპიონობა? ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ყოველ თამაშს შესაბამისად უნდა მივუდგეთ. ვიცი, რომ ეს ერთგვარი კლიშეა. ჯერ კიდევ უამრავი ასპექტი გვაქვს გასაუმჯობესებელი, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი თამაშები დიდ თავდაჯერებულობას გვმატებს"
- ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal ჰარი კეინის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.