მოურინიო: ორივე გამორჩეული ფეხბურთელია

მოურინიო: ორივე გამორჩეული ფეხბურთელია "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, საკუთარი გუნდის ორ ფეხბურთელზე საუბრობს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, ჰარი კეინი და სონ ჰიუნგ მინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ისინი მუდამ გუნდურ თამაშს დემონსტრირებენ.

"ამ ფეხბურთელების შეთამაშება სათავეს ჯერ კიდევ მაურისიო პოჩეტინოს მუშაობის პერიოდიდან იღებს. არ მსურს ყოველი დამსაახურება ჩემს თავს მივაწერო, ამას პოჩეტინოსთან ერთად გავიყოფ. მათ ერთად მრავალი წელი ითამაშეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჰარი ყოველთვის არ თამაშობს ეგრედ წოდებულ "ცხრიანზე".

"ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ეს მოთამაშეები არა მხოლოდ ტოპ-ფეხბურთელები არიან, არამედ გამორჩეული მეგობრებიც. ისითი არ ეჭვიანობენ ერთმანეთზე და მუდამ გუნდური თამაშით გამოირჩევიან. კომპლიმენტები მათ! ეს არის ორი უდიდესი ფეხბურთელი, ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშეები."
- ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.