მოურინიო: სტაბილურობა გვაკლია

მოურინიო: სტაბილურობა გვაკლია "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" და მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში მუშაობის პერიოდს იხსენებს.

"მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, შეტევის ხაზში ბრწყინვალე ფეხბურთელები მყავდა. შევძელით და შემადგენლობის ფორმირება მოვახდინეთ. სიმართლე გითხრათ, ახლაც გვყავს კარგი მოთამაშეები, თუმცა სტაბილურობა გვაკლია. ფეხბურთელები არ არიან შეთამაშებულები, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. ამ ბალანსის პოვნა აუცილებელია.

"მანჩესტერ "იუნაიტედში", ისევე როგორც "ტოტენჰემში" მუშაობის პერიოდში, ძალიან პრაგმატული სტილით გამოვირჩეოდი? იცით, ეს გუნდზეა დამოკიდებული. თქვენ ასე ვერ შეაფასებდით ჩემს საქმიანობას მადრიდის "რეალში". მაშინ ლა ლიგაში 121 გოლი გავიტანეთ. თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ, მანჩესტერ "იუნაიტედის" მეორე ადგილი და "სპურსის" ევროპის ლიგის ტურნირზე მოხვედრა, კი ბატონო მაშინ მართალი ბრძანდებით."
- ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა Sky Sports

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.