«რეალი» სერხიო რამოსს მხოლოდ ერთ წლიან კონტრაქტს სთავაზობს

«რეალი» სერხიო რამოსს მხოლოდ ერთ წლიან კონტრაქტს სთავაზობს სერხიო რამოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს «მადრიდის რეალის» ხელმძღვანელობა, რომელიც ერთ წელზე იქნება გათვლილი, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებისა და სამეფო კლუბის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ბლანკოსთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. AS იტყობინება, რომ მადრიდელები ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობენ.

AS-ის ინფორმაციით მხარეები ახალ ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ბოლოსკენ მოაწერენ ხელს, თუმცა 2021 წლის ზაფხულში სერხიო რამოსის სამეფო კლუბიდან წასვლის საკითხი საბოლოოდ გამოირიცხა.

სერხიო რამოსი «მადრიდის რეალის» ღირსებას 2005/06 წლების სეზონიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში სამეფო კლუბთან ერთად ესპანელმა მცველმა 22 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის ოთხი ჩემპიონთა ლიგისა და სამი უეფას სუპერთასის ტიტული.

ასევე ოთხჯერ გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.