ფლიკი: სანეს დებიუტით კმაყოფილები ვართ

ფლიკი: სანეს დებიუტით კმაყოფილები ვართ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, ლეროი სანეს შესახებ საუბრობს და მისი მისამართით კომპლიმენტებსაც არ იშურებს. ფლიკის განცხადებით, სანე გულმოდგინედ შრომობს რათა საკუთარი საფეხბურთო თვისებები ერთი ორად გაზარდოს.

"სანე ძალიან დიდი გულმოდგინებით მუშაობდა, მან გარკვეული პერიოდი მიროსლავ კლოზესთან ერთად გაატარა, რაც მის კონდიციებზე დადებითად აისახა. ჩვენ ყველანი უაღრესად კმაყოფილები ვართ ლეროის დებიუტით, იმედს ვიტოვებთ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ნათელია, რომ მას ფეხბურთის თამაში და საკუთარი მახასიათებლების გაუმჯობესება სურს. ძალიან კმაყოფილები ვართ, საქმისადმი მისი დამოკიდებულებით და იმ ხასიათით რასაც ეს ფეხბურთელი ავლენს." - ციტირებს ჰანს დიტერ ფლიკის სიტყვებს გამოცემა Spox

ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. მანამდე ფეხბურთელი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავდა. სანე გერმანიის რეკორდმაისტერში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt ხსენებულ მოიერიშეს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.