სერჟ გნაბრი «ლოკომოტივთან» ითამაშებს

სერჟ გნაბრი «ლოკომოტივთან» ითამაშებს «მიუნხენის ბაიერნის» შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი ჰანსი ფლიკის განკარგულებაშია და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში «ლოკომოტივთან» ითამაშოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 25-წლის ფეხბურთელის კორონა ვირუსზე ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სერჟ გნაბრი თვითიზოლაციაში იქნა გადაყვანილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის მადრიდის «ატლეტიკოსთან» გამოტოვა.

წყაროს ინფორმაციის ამის შემდეგ სერჟ გნაბრის ოთხი ტესტი ჩაუტარდა და ყველამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. 25-წლის შემტევს ანტიგენის ტესტიც ჩაუტარდა, რომელმაც კორონა ვირუსის ორგანიზმში არსებობა არ დაადასტურა.

ამრიგად ჰანსი ფლიკის განკარგულებაში დაბრუნდა რეკორდმაისტერის შეტევის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი. შეგახსენებთ, რომ «მიუნხენის ბაიერნსა» და «ლოკომოტივის» მატჩი ხვალ 27 ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.