ედენ აზარმა შესაძლოა «ბორუსიასთან» ითამაშოს

ედენ აზარმა შესაძლოა «ბორუსიასთან» ითამაშოს «მადრიდის რეალის» ნახევარმცველი ედენ აზარი უკვე საერთო ჯგუფთან ვარჯიშობს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპირ მეორე მატჩში მიონხენგლადბახის «ბორუსიასთან» შესაძლოა ითამაშოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა MARCA არვრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ბელგიელი შემტევი მიონხენგლადბახის «ბორუსიასთან» გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ფეხბურთელების სიაში წერია, შესაბამისად ედენ აზარი შესაძლოა ხვალ მოედანზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი «მადრიდის რეალსა» და მიონხენგლადბახის «ბორუსიას» შორის 27 ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.