ემბიიდის 34 ქულამ «ფილადელფიას» ვერ უშველა

ემბიიდის 34 ქულამ «ფილადელფიას» ვერ უშველა NBA-ს პლეი-ოფის სტადიის პირველ რაუნდში «ბოსტონი» - «ფილადელფიას» დაუპირისპირდა და ანგარიშით 128:101 გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი «სიკერსის» ცენტრი ჯოელ ემბიიდი გახდა, რომელმაც გუშინ 34 ქულის მოგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ გამარჯვებამდეა, «ბოსტონი» გუშინ მოპოვებული წარმატებით სერიაში 2-0 ანგარიში დაწინაურდა. შემდეგი მატჩი 22 აგვისტოს თბილისის დროით 02:30 საათზე გაიმართება.

NBA
ფლეი-ოფი
1/8 ფინალური ეტაპი


«ბოსტონი» — «ფილადელფია» — 128:101 (27:33, 38:24, 33:18, 30:26)

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ