ადი ჰიუტერი: "ბაიერნმა" დამსახურებულად მოიგო

ადი ჰიუტერი: "ბაიერნმა" დამსახურებულად მოიგო მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ დამანგრეველ მარცხს (5-0) გამოეხმაურა ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი ადი ჰიუტერი.

ადი ჰიუტერი ("აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი): - "ჩემი მილოცვა მიუნხენის "ბაიერნს", მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში კარგი თამაში ვაჩვენეთ, მოვიგეთ მრავალი ორთაბრძოლა. არ მომეწონა ის ფაქტი, რომ საკუთარი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. ეს მომენტები ჩვენს კონტრშეტევებს უკავშირდებოდა. როდესაც ანგარიში 3:0 გახდა საქმე ძალიან გართულდა. "ბაიერნმა" კანონზომიერი გამარჯვება მოიპოვა."

კევინ ტრაპი (აინტრახტის კარის დარაჯი): - "დღეს ლევანდოვსკის არ დასჭირვებია ბევრი მომენტი იმისათვის, რომ სამი გოლის გატანა შეძლებოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში შეტევაში კარგად ვმოქმედებდით. "ბაიერნმა" კლასის ხარჯზე გოლების გატანა მაინც მოახერხა. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ამ "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, ეს გუნდი შეუდარებელ ფორმაში იმყოფება. გვინდოდა საკუთარი ფეხბურთის თამაში, გვსურდა მათთვის გვეჩხვლიტა. კარგი თამაში ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ლევანდოვსკი რა თქმა უნდა, მსოფლიო კლასის ფეხბურთელების ჩამონათვალში შედის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.