იოზუა კიმიხისა და ჟერომ ბოატენგის შეფასებები

იოზუა კიმიხისა და ჟერომ ბოატენგის შეფასებები ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოპოვებულ გამარჯვებას გამოეხმაურა მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი იოზუა კიმიხი და ჟერომ ბოატენგი. შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩი "ბაიერნის" სასარგებლოდ ანგარიშით 5:0 დასრულდა.

იოზუა კიმიხი: - "საბოლოო ჯამში ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედვად ამისა, ეს არი იყო სრულყოფილი ფეხბურთი ჩვენი შესრულებით. პირველ ტაიმში იყო მონაკვეთები, როდესაც არასაკმარისად კონცენტრირებულები ვიყავით. შეგვეძლო მატჩის ბედი გაცილებით ადრე გადაგვეწყვიტა."

ჟერომ ბოატენგი: - "დღეს ძალიად დიდი ყურადღებით ვთამაშობდით და კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველივე წამიდან აგრესიული ფეხბურთის დემონსტრირება დავიწყეთ, იგრძნობოდა, რომ "აინტრახტს" სათანადოდ ვაფასებდით. კარგი იყო პრესინგიც, ვმოქმედებდით, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და ძალიან ბევრი გადაცემა ჩავჭერით კიდეც. რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაში დაუჯერებლად რთულია. ის ძალიან სახიფათოა, რადგანაც მას ყველაფერი გააჩნია. ურტყამს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ფეხით, შეუძლია თავით თამაში, მოძრაობს ძალიან კარგად არის მოუხელთებელი. ეს ყველაფერი მას მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად აქცევს."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.