კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი ხაბიბის ბრძოლას გამოეხმაურნენ

კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი ხაბიბის ბრძოლას გამოეხმაურნენ ხაბიბ ნურმაგომედოვმა აბუ-დაბიში მიმდინარე UFC 254 ტურნირზე, მებრძოლთა კუნძულზე, მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ჯასტინ გეტჯისთან იჩხუბა და მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოიპოვა გამარჯვება.

მამის გარდაცვალების შემდეგ რუსი სპორტსმენი პირველად გამოჩნდა UFC 254 ტურნირზე და შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა. მახრჩობელა ილეთის შემდეგ, როდესაც გეტჯი დამარცხდა ხაბიბმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ეს მისი პირველი და ბოლო ბრძოლა იყო. ამრიგად რუსმა სპორტსმენმა კარიერის დასრულება დააანონსა.


«შესანიშნავი ორთაბრძოლა იყო. მე გავაგრძელებ. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და მწუხარება მამაშენის გამო. შენ და შენს ოჯახს. პატივისცემით კონორ მაკგრეგორი», - წერს ირლანდიელი ტვიტერის გვერდზე.


«მინდა მივულოცო ხაბიბს შესანიშნავი კარიერა. ვიცი, რომ ხაბიბმა მისცა მამამისს საბაბი ემაყა მისით ისევე, როგორც მის მილიონობით გულშემატკივარს. ღმერთმა დალოცოს ის თავის გზაზე», - დაწერა ჯონ ჯონსმა.
MMA
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.