ლევანდოვსკი: მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - ვაჩვენოთ საუკეთესო ფეხბურთი!

"იმედს ვიტოვებ ამ ფორმას კიდევ დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ. ჩვენ მუდამ ერთი სურვილი გვაქვს -ვაჩვენოთ საუკეთესო ფეხბურთი. როდესაც ჩვენ შანსი გვეძლევა შეხვედრაში გამარჯვეაბა მოვიპოვოთ, როგორც ეს დღევანდელ მატჩში იყო, მაშინ ვცდილობთ, რომ მატჩის ბედი რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ. როდესაც ანგარიში 3:0 გახდა, ნათელი იყო რომ აღარაფერი შეიცვლებოდა, სწორედ ამიტომ შეხვედრის ბოლო 30 წუთში ტემპს მოვუკელით.
ჩემთვის სტატისტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ნამდვილად არ არის. მე ბოლომდე კონცენტრირებული ვარ გუნდის წარმატებაზე. როდესაც სამ დღეში ერთხელ თამაში გიწევს, აუცილებელია სიფრთხილე დაიცვა. წლის დასასრულამდე ძალიან ბევრი მატჩი გველის." - განაცხადა ნამატჩევს რობერტ ლევანდოვსკიმ.
Left foot. Right foot. Header.
— B/R Football (@brfootball) October 24, 2020
Lewandowski hit the perfect hat trick 🤖 pic.twitter.com/cRDkifHrga