ფლიკი: შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ

"დაცვაში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ "აინტრახტი" არასასიამოვნო მეტოქეა, მათ ბევრი რამ ავტომატიზირებულ დონემდე აქვთ დამუშავებული. მიუხედავად ამისა, დღეს მათ შანსი არ დავუტოვეთ. ძალიან ეფექტურები ვართ, ცივსისხლიანად ვიყენებთ სახიფათო მომენტებს. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვება ორმაგად სასიამოვნო ხდება, როდესაც შენ ამ მოგებას ბუნდესლიგაში წარმატებულ ასპარეზობასაც უმატებ."
"აუცილებელია დატვირთვების შესაბამისი დოზირება. ფეხბურთელები გაცილებით ადრე უნდა შევცვალოთ, რათა მათ სრული 90 წუთი არ მოუწიოთ თამაში. ალფონსო დევისს მყესების პრობლემა აღენიშნება, ერთი გაწყვეტილია, მეორე ნახევრად დაზიანებული. ჩვენი გათვლებით მან ლაზარეთში 6-8 კვირით გადაინაცვლა." - ამბობს ჰანსი ფლიკი.
ℹ️ @AlphonsoDavies has suffered a ligament injury in his right ankle and will miss the next six-to-eight weeks.
— FC Bayern English (@FCBayernEN) October 24, 2020
Get well soon, Alphonso 🙏#MiaSanMia #ComeBackStronger pic.twitter.com/mHiltU8Fqe