ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეტჯი დაამარცხა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეტჯი დაამარცხა აბუ-დაბიში მიმდინარე UFC 254 ტურნირზე, მებრძოლთა კუნძულზე, მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა გაიმართა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეტჯის შორის, რომელიც დაუმარცხებელი რუსი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ რუსი სპორტსმენი პირველად გამოჩნდა UFC 254 ტურნირზე.

პირველ რაუნდში ამერიკელი მებრძოლი საკმაოდ აქტიური იყო, ლეგ ქიქებს კარგად იყენებდა და ხაბიბ ნურმაგომედოვის თეიქდაუნის მცდელობებს მშვენივრად უმკლავდებოდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად მეორე რაუნდში შეიცვალა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის კოზირმა გაჭრა, ჯასტინ გეტჯი ბადესთან მიიმწყვდია და საბოლოოდ მახრჩობელათი დააძინა ამერიკელი მებრძოლი. რუსი სპორტსმენის ანგარიშზე 29 გამარჯვებაა და არცერთი მარცხი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ეს მისი პირველი და ბოლო ბრძოლა იყო. ამრიგად, UFC-ს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაუმარცხებელი მებრძოლი UFC-ში კარიერას ამთავრებს.

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.