ლიანა ჯოჯუა მირანდა მევერიკთან დამარცხდა

ლიანა ჯოჯუა მირანდა მევერიკთან დამარცხდა აბუ-დაბიში მიმდინარე UFC 254 ტურნირზე მორიგი მატჩი გამართა ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ, რომლის მეტოქეც 23-წლის ამერიკელი მირანდა მევერიკი გახლდათ. ჩვენდა სამწუხაროდ ლიანა დამარცხდა.

პირველ რაუნდში მირანდამ იდაყვით კარგი დარტყმა მიაყენა ქართველ მებრძოლს, რის შედეგადაც ჯოჯუას ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ცხვირი არ გატეხვია სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნაკერების დადება გახდა საჭირო და ორთაბრძოლა ექიმმა შეაჩერა.

უაითს ვეუბნებოდი, რომ ნაადრევად მსურდა გამარჯვება: აი ეს არის ფინიში. მინდოდა მეჩვენებინა, რომ მხოლოდ გრეპლერი არ ვარ და თავის გამოჩენა დგომშიც შემიძლია. მიხარია, რომ ნიჭი ნებისმიერ სფეროში მაქვს. დივიზიონში საუკეთესო ვარ».

იდაყვით მიყენებულმა დარტყმაც მეც შოკში ჩამაგდო, რადგან საკმაოდ ძლიერი სისხლდენა გამოიწვია, სწორედ ამიტომ გავაგრძელე შეტევა», - ასე გამოეხმაურა ლიანა ჯოჯუასთან ბრძოლას მირანდა მევერიკი.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.