საქართველო შოტლანდიასთან უშანსოდ დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ შოტლანდია მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. ბორჯღალოსნებს პრობლემა ჰქონდათ დისციპლინაში და საწყის 25 წუთში 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შოტლანდიის ტერიტორიული და ბურთის ფლობის პროცენტული უპირატესობა საბოლოოდ ქულებში აისახა.
როგორც კი სკოტები მაღალ სისწრაფეებში იწყებდნენ შეტევას ბორჯღალოსნების დაცვა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა.
ის რაც ზოგადად საქართველოს ეროვნული ნაკრების ძლიერ მხარედ ითვლება შოტლანდიასთან არ იმუშავა. მატჩის 50-ე წუთზე სკოტებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი შეკრეს და ბრაუნმა დუბლი შეასრულა.
მარიფილდზე გამართული გუშინდელი მატჩი მეხუთე იყო საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის და ჯერჯერობით ყველა მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 14 ნოემბერს ინგლისთან, 21 ნოემბერს უელსთან და 29 ნოემბერს ირლანდიასთან გამართავს.