ზიდანი: აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება

ზიდანი: აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, კატალონიის "ბარსელონასთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

"ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა შევძლოთ და არსებული სიტუაცია შევცვალოთ. საქმე ეხება ხვალინდელ მატჩს. ჩვენ ამ პაექრობას რაღაც მსხვერპლის შეწირვის ფასად არ ვუდგებით. თითოეულ შეხვედრას საკუთარი ისტორია აქვს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მყისიერად შეგიძლია საკუთარი მოცემულობა შეცვალო. აუცილებელია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება."

"ჩვენ მოედანზე მუდამ ერთი ფიქრით გავდივართ - მოვიგოთ შეხვედრა! სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ყოვლთვის ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. მიუხედავად ამისა, ეს არ ცვლის ჩვენს განწყობას. ჩვენ მუდამ სათანადოდ მოტივირებულები ვართ
- ციტირებს გამოცემა Marca ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00 საათზე "ელ კლასიკო" გაიმართება. "ბარსელონა" საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.