არტეტა: ობამეიანგი უმაღლესი კლასის შემტევია

არტეტა: ობამეიანგი უმაღლესი კლასის შემტევია ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა, პიერ ემერიკ ობამეიანგის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მიმდინარე სეზონში ხსენებულმა ფორვარდმა "მეთოფეების" მაისურით სულ 7 შეხვედრა გამართა. გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 1 შედეგიანი გადაცემა.

"ობამეიანგისგან ელოდებიან, რომ მან ყოველ მატჩში გოლები უნდა გაიტანოს, რადგან ეს მსოფლიო კლასის ფეხბურთელის თამაშისათვის მახასიათებელი ფაქტორია. ის სწორედ ამ დონის მოთამაშეა. მას არაერთხელ დაუმტკიცებია ეს წარსულში და დაამტკიცებს ამას მომავალშიც. მან ამ გამოწვევას თავი უნდა გაართვას, ჩვენ კი იმისთვის, ვართ აქ რომ სათანადო დახმარება აღმოვუჩინოთ. მას ესაჭიროება უფრო მეტი შესაძლებლობა, რათა რეალიზაცია მოახდინოს. მან მეტი უნდა ირბინოს საჯარიმო ზონაში, რათა მიზანს მიაღწიოს."

"ნათელია, რომ სულ სხვა თამაშებია. ეს კარგად გამოჩნდა იმ დიდ გუნდებთნ ჩატარებულ შეხვედრებშიც. "არსენალმა" შვიდი დიდებული მეტოქიდან ხუთის წინააღმდეგ უკვე იბრძოლა. "რაპიდთან "გამართულ მატჩამდე (2:1) მასთან მივედი და ვთხოვე: გადი მოედანზე და მოიგე ეს შეხვედრა ჩვენი გულისთვის. მან ეს შეძლო, რის გამოც ბედნიერი ვარ."
- ამბობს არტეტა ინტერნეტ-პორტალ Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.