ლემპარდი: ურთულესი მატჩი გველის

ლემპარდი: ურთულესი მატჩი გველის ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი, მანჩესტერ "იუნაიტედთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. დაპირისპირებას მანჩესტერი უმასპინძლებს.

"შესაძლებელია ვისაუბროთ იმ მატჩებზე, როდესაც ძლიერმა გუნდებმა ბევრი გოლი გაუშვეს, ან პირიქით როდესაც ამა თუ იმ გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო, მაგრამ ეს მე არ მაინტერესებს. "მანჩესტერ იუნაიტედი"-უძლიერესი გუნდია, მათ წინააღმდეგ გასულ სეზონში არა ერთხელ გვითამაშია და ვიცით რასთან გვექნება საქმე. არ მაღელვებს ის თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო განვლილ მატჩებში. ცხოვრება დაუგეგმავია, ისევე როგორც თამაში. სეზონის სტარტზე ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ."

"ჩემი გუნდის ძალებში დარწმუნებული ვარ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, როგორ დალაგდება სიტუაცია სეზონის მანძილზე. სეზონის სტარტზე კი მკითხაობას არ ვაპირებ. მეტოქეს შესანიშნავად ორგანიზებული გუნდი ჰყავს. ვნახეთ მათი მოქმედება პარიზშიც (იგულისხმება "პარი სენ-ჟერმენთან" გამართული მატჩი). ჩემპიონატში, მოცემულ მომენტში ეს გუნდები თანაბრად მიიწევენ წინ. გვაქვს შესაძლებლობა ურთულესი ქულები მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება."
- ციტირებს "ჩელსის" პრეს-სამსახური ფრენკ ლემპარდის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.