დე იონგი: მესი საუკეთესოა

დე იონგი: მესი საუკეთესოა კატალონიის "ბარსელონას" 23 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"კარგია, როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი გყავს, როგორიც არის ლიონელ მესი, ვინაიდან ის მსოფლიოში საუკეთესოა. ვიცით, რომ მას აქვს გოლის გატანის უნარი და შესაძლებლობა, საკუთარ გუნდს მოედნის ნებისმიერი ზონიდან დაეხმაროს. როდესაც მესი ხაზებს შორის ბურთს იღებს, მას ეძლევა შესაძლებლობა გაიტანოს გოლი ან დაეხმაროს საკუთარ თანაგუნდელებს. სწორედ ამიტომ, მოედანზე მისი ყოფნა ძალიან დიდი უპირატესობაა ჩვენი გუნდისთვის.

თქვენ მუდამ შეგიძლიათ მას ბურთი მიაწოდოთ, რადგანაც ეს ფეხბურთელი ბურთს იშვიათად კარგავს. პირიქით, ის აუცილებლად რაღაცას მოიფიქრებს და შექმნის. ჩვენი მიზანი ნათელია, შევუმსუბუქოთ მას მოედანზე ყოფნა, რადგან შეძლოს და სიტუაცია შეცვალოს."
- აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00 საათზე "ელ კლასიკო" გაიმართება. "ბარსელონა" საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.