კაკა "ატალანტას" თამაშით კმაყოფილია

კაკა "ატალანტას" თამაშით კმაყოფილია "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ბრაზილიელი კაკა, "ატალანტას" თამაშით კმაყოფილია. მან შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ატალანტამ" დანიური "მიდტიულანდი" გამანადგურებელი ანგარიშით 0:4 დაამარცხა.

"ატალანტას იმ თამაშის ხილვა, რაც გუშინდელ შეხვედრაში იყო, ვინმესთვის კიდევ სიურპრიზია? თუ უკვე აღარ? მე მომწონს ის თუ როგორ მიუყვება ეს გუნდი/კლუბი საკუთარ ფილოსოფიას." - წერს კაკა.

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.