პიანიჩი: სარი ფეხბურთელებს არ ენდობოდა

პიანიჩი: სარი ფეხბურთელებს არ ენდობოდა ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი, რომელიც მოცემულ მომენტში კატალონიის "ბარსელონას" ფერებს იცავს, ტურინულ კლუბში ასპარეზობის პერიოდს იხსენებს და მწვრთნელთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჰყვება.

"მაურიციო სარი საკუთარ ფეხბურთელებს არ ენდობოდა, ეს კი ჩემში ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევდა. სამწუხაროა, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაშია. "იუვენტუსის" თითოეული ფეხბურთელი მუდამ მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. შენ შესაძლებელია ერთი ან ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას არ იჩენდე, მაგრამ ამან ასახვა არ უნდა ჰპოვოს მთლიან კოლექტივზე. მათი სურვილი ურყევი რჩება მიაღწიონ წარმატებას. ფეხბურთელები დიდი პროფესიონალები არიან, რომელთაც ერთი რამ სურთ - მიაღწიონ დასახულ მიზანს!

"არავის ეჭვი არ ეპარება სარის, როგორც მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაციაში, მაგრამ პრობლემა აშკარად არსებობდა. საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც გავხდით იტალიის ჩემპიონები და ეს არ შეიძლება არასწორად იყოს აღქმული."
- ციტირებს გამოცემა Tuttosport-ი მირალემ პიანიჩის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.