კურტუა ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს

კურტუა ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი ტიბო კურტუა, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს. გამოცდილი კიპერი ამ ფეხბურთელების მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს და აცხადებს, რომ ხსენებული შემტევები საუკეთესოები არიან ამ სპორტის ისტორიაში.

"ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ლიონელ მესია შეუძლია ერთ რამეზე მიანიშნებდეს, რომ მისი გაკეთება უნდა და უეცრად, ბოლო წამს გადაწყვეტილება შეცვალოს, რის შემდეგაც ყველა მოტყუებული რჩება. მისი შესწავლა შეუძლებელია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ამ სპორტის ისტორიაში, ისევე როგორც კრიშტიანო რონალდო. სასიამოვნოა ამ მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობა. შემდგომ შესაძლებლობა იქნება, საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვე, რომ მათ წინააღმდეგ ვთამაშბდი და გარკვეულ მიღწევებში ხელი შევუშალე." - ამბობს ტიბო კურტუა.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00 საათზე "ელ კლასიკო" გაიმართება. "ბარსელონა" საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ