ოფიციალურად: ემრე ჯანი კოვიდინფიცირებულია

ოფიციალურად: ემრე ჯანი კოვიდინფიცირებულია დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ემრე ჯანი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

"ეროვნული გუნდის ფეხბურთელი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით რომში ჩატარებულ შეხვედრაში, დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, ამჟამად სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. ფეხბურთელს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება. ყველა სხვა ფეხბურთელზე ჩატარებულმა ტესტებმა კი უარყოფითი რეზულტატი აჩვენა. კლუბი ემრე ჯანს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს." - ვკითხულობთ განცხადებაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.