სიმეონე: ჩემი ფეხბურთელების კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება

სიმეონე: ჩემი ფეხბურთელების კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის მიუხედავად ის საკუთარ ფეხბურთელებს, ბოლომდე ენდობა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის ეგიდით, "რეკორდმაისტერმა" საკუთარ კედლებში ესპანური კლუბი დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

"მე ბოლომდე ვენდობი ჩემს გუნდს, მიუხედავად ძალიან მძიმე და მტკივნეული მარცხისა, რომელიც მიუნხენში განვიცადეთ. იმ შეხვედრიდან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და მე ჩემი გუნდის მისამართით რწმენა გამიმტკიცდა. ვხედავ როგორ თამაშობენ "ატლეტიკოს" ფეხბურთელები, მათ თამაშში აღმოაჩენთ ენთუაზიაზმს და ინტენსივობას. მათი სურვილია მთავარ როლში იყვენენ.

"ბეტისთან" გასამართ შეხვედრაში გუნდი საკუთარ ხასიათს გამოავლენს. მე ჩემი მოთამაშეების კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება. "ბეტისი" - რა თქმა უნდა, სერიოზული მოწინააღმდეგეა. ამ გუნდმა ბოლო დროს საკუთარი თამაში მკვეთრად გააუმჯობესა. ეს არის საკუთარ ძალებში თავდაჯერებული გუნდი, რომელიც ძალიან საშიშია."
- ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal დიეგო სიმეონეს სიტყვებს.

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბეტისის" დაპირისპირება 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.