კლოპი: როტაცია პრობლემა არ უნდა იყოს

"მატიპს და გომესს, ერთად თითქმის არასდროს უთამაშიათ, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ვირჯილს არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია. ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ისიც ვან დეიკის ტრავმის გამო. სანამ დეიან ლოურენი აქ იყო და კარგ კონდიციებს დემონსტრირებდა, მას შეეძლო ჰოლანდიელი მცველი ჩაენაცვლებინა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი მათ ერთად, რომ არასდროს უთამაშიათ, თუმცა ცალსახაა რომ ამას წარმატებით შეძლებენ. ადრე ვთქვი, რომ ფაბინიოს და ჰენდერსონს შეთამაშება სჭირდებათ, ეს ეხება მცველებსაც.
რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სტაბილურობა გაგაჩნიათ ამ ხაზში, მით უკეთესია თქვენი გუნდისთვის. ამის პრობლემა ნახავარდაცვაში არასდროს გვქონია, იქ მუდამ როტაცია იყო. მათ აქვთ უნარი მხარდამხარ იბრძოლონ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს ფეხბურთია და არა სარაკეტო წარმოება." - აცხადებს იურგენ კლოპი.