გვარდიოლა: ეს ნამდვილად გიჟური სეზონი იქნება

"ეს სეზონი შესაძლოა სრულიად გიჟური აღმოჩნდეს. უკვე ახლაც კი ისეთი რეზულტატებია დაფიქსირებული, რასაც არავინ ელოდა. ისტორია ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ინგლისის პრემიერ ლიგა ყველაზე გახსნილი ჩემპიონატია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საჩემპიონო ტიტულისათვის ძალიან ბევრი გუნდი იბრძვის.
ის რაც ბოლო სამი სეზონის მანძილზე ხდებოდა, როდესაც გუნდები გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ და თითქმის 100 ქულას აგროვებდნენ, არაორდინალური მოცემულობა იყო. ალბათ, ამ სეზონში ყველაფრის ნორმალიზაცია მოხდება.
გუნდებს, რომელთაც შვიდი-რვა დღე გააჩნიათ, კონკრეტული შეხვედრისათვის მოემზადონ - ძალიან დიდ უპირატესობას ფლობენ. სწორედ ამიტომ ნებისმიერმა გუნდმა შესაძლოა მარცხი განიცადოს." - ციტირებს გამოცემა ВВС პეპ გვარდიოლას სიტყვებს.