კლოპი: რაშფორდის საქციელით ვამაყობ

კლოპი: რაშფორდის საქციელით ვამაყობ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელის მარკუს რაშფორდის შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

შეგახსენებთ, მარკუს რაშფორდმა ბრიტანეთის მთავრობა დაარწმუნა, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვება შემოეღოთ, კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პერიოდში. რის შემდეგაც ფეხბურთელი ბრიტანეთის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა იმაზე უკეთეს სიტყვებს მოვძებნი, ვიდრე ის ხალხი, ვინც ჩემზე ჭკვიანია და ამ თემაზე ჩემამდე საუბრობდა. ის რაც მარკუსმა წამოიწყო - უბრალოდ დაუჯერებელია. მიუხედავად სპოტულ კლუბებს შორის არსებული კონკურენციისა ასეთ დროს ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. სასიამოვნოა, იმის ხილვა, რომ ბიჭი რომელიც სიღარიბეში გაიზარდა და რომელსაც უაღრესად დიდი ტალანტი გააჩნდა, არ ივიწყებს საკუთარ წარსულს. ის, რომ მას ამის გაკეთება უწევს, ერთის მხრივ სავალალოა, მაგრამ მეორეს მხრივ შესანიშნავი რამ. დედამისი ალბათ ძალიან ამაყია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მეც კი ვამაყობ მისით. მარკუსის ქმედება ნამდვილად სასწაულია." - ციტირებს გამოცემა Goal იურგენ კლოპის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.