ლიუის ჰამილტონი: «ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა»

ლიუის ჰამილტონი: «ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა» «მერსედესის» პილოტი ლუის ჰამილტონი, RaceFans-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან შესათანხმებელი დეტალები კიდევ ბევრია.

«ჩვეულებისამებრ ჩვენ ვათანხმებთ სამ-წლიან ხელშეკრულებებს. რათქმაუნდა ახლა სხვა დროა. მინდა თუ არა სამ-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება? ეს ერთ-ერთი მორიგი კითხვაა. კითხვები უამრავია, რომელზე პასუხებიც უნდა მივიღო.

2022 წელს დაიწყება ახალი ეპოქა რაც შესანიშნავია. საინტერესოა რა მოხდება 2022 წელს, როგორი იქნება ბოლიდები. რაღაც მომენტში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა მოგვიწევს, თუმცა ახლა ეს პრიორიტეტული არ არის. ახლა ჩემს საქმიანობაზე ვერ კონცენტრირებული
», – ამბობს ჰამილტონი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ექვს-გზის ჩემპიონს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისას ეწურება. ჰამილტონს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე გახდება თუ არა ახალი ხელშეკრულება უბრალო ფორმალობა.

«არ ვიცი, შესაძლოა ასეც მოხდეს – ალბათ».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.