ზინედინ ზიდანი შესაძლოა «რეალიდან» გაანთავისუფლონ

ზინედინ ზიდანი შესაძლოა «რეალიდან» გაანთავისუფლონ «მადრიდის რეალის» მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, შესაძლოა სამეფო კლუბში დაკავებულ თანამდებობას გამოემშვიდობოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

წყარო იტყობინება, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზედიზედ ორი განცდილი მარცხით უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ «მადრიდის რეალი» ჯერ კადისთან, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში «შახტართან» დამარცხდა.

L'Equipe-ს ინფორმაციით 48-წლის ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტის თანამდებობას დაკარგავს, თუ მადრიდელები ელ კლასიკოზე ბარსელონასთან და ჩემპიონთა ლიგაზე მიონხენგლადბახის ბორუსიასთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.

თუ ზინედინ ზიდანს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლებენ L'Equipe ორ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს, პირველი მაურისიო პოჩეტინო და მეორე კანდიდატი სამეფო კლუბის ყოფილი ფორვარდი რაულია.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.