«პსჟ»-ს 8-წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა

პატარა ბიჭუნა სიმსივნეს ებრძოდა, ხოლო გასულ კვირას ლუკას მხარი «პარი სენ-ჟერმენის» ფორვარდმა კილიან მბაპემ დაუჭია. ფრანგმა შემტევმა გოლის გატანის შემდეგ მაისური გამოაჩინა, რომელზეც ეწერა: «გამაგრდი ლუკა, შენთან ვარ».
Mbappe sending a message to a young lad named Lucas who is fighting cancer after he scored a goal. My fuckin' GOAT.pic.twitter.com/0wqRYblD3V
— Jerry (@CristianoStyle7) October 16, 2020
«ჩვენმა პატარა ლუკამ დღეს დილით დაგვტოვა, რათა ვარსკვლავებთან წასულიყო. ეს პატარა ანგელოზი თავის ოჯახთან ერთად იბრძოდა, როგორც ჩემპიონი. უკვე 8 წლის ასაკში ის იყო გამორჩეული და ინსპირაციული პიროვნება. ჩვენთვის სიძლიერისა და სიმამაცის ნიმუში», - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.