გარეთ ბეილი: «ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ»

გარეთ ბეილი: «ჯერ ბოლომდე მზად არ ვარ» «ტოტენჰემის» თავდამსხმელი გარეთ ბეილი, ცნობილ სპორტულ გამოცემა BT Sport-თან ინტერვიუში ლონდონურ კლუბში დაბრუნების შემდეგ მის პირველ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ბოლომდე მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ «ტოტენჰემში» დაბრუნების შემდეგ გარეთ ბეილი პირველად ლონდონური კლუბის მაისურით ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კასკთან გამვიდა, რომელიც ინგლისელებმა დამაჯერებლად 3:0 მოიგეს.

ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობა გვესმის. შესანიშნავად ვიმუშავეთ. რათქმაუნდა საუკეთესო მატჩი არ იყო, თუმცა სოლიდურად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ. ჯერ-ჯერობით ბოლომდე მზად არ ვარ, შეიძლება ითქვას ახლა წინასასეზონო პერიოდი მაქვს».

ვცდილობ ოპტიმალურ ფორმაში შევიდე. იმედი მაქვს, რომ ეს ბევრ დროს არ წაიღებს და მალე ვიქნები სათანადო ფორმაში. სიამოვნებას ვიღებ აქ დაბრუნებით და ამ დიდებულ კლუბში ასპარეზობით», - გარეთ ბეილის სიტყვებს ციტირებს BT Sport.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.