ხავიერ მენდესი ხაბიბის საუკეთესო ბრძოლას ასახელებს

— ხაბიბისა და კონორის ბრძოლას 5-ბალიანი შკალით 4,5 ქულით შევაფასებდი. პორიესთან დაპირისპირებას კი 5 ქულას მინანიჭებ. ჩემთვის ეს ბრძოლა საუკეთესოა, რადგან მან მამამისის გეგმა შეასრულა. ნურმაგომედოვი იმას აკეთებდა, რასაც მამამისი ითხოვდა», - ამბობს ხავიერ მენდესი.
— დასტინ პორიესა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლა ჩემთვის UFC-ს საუკეთესო ბრძოლაა, რადგან ხაბიბი თვითნებურად არ იქცეოდა და ასრულებდა მამამისის მოთხოვნებსა და მითითებებს».
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 254 ტურნირზე ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეტჯის შორის სატიტულო ბრძოლა გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება მებრძოლთა კუნძულზე შედგება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.