ხოსეპ გვარდიოლა: «იმედი მაქვს ერიკ გარსია ახალ კონტრაქტს დათანხმდება»

ხოსეპ გვარდიოლა: «იმედი მაქვს ერიკ გარსია ახალ კონტრაქტს დათანხმდება» «მანჩესტერ სიტის» მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, გამოცემა Independent-თან ინტერვიუში ერიკ გარსიასთან არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილს გამოთქვავს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი კლუბში დარჩება.

ვიცი, რომ ერიკს ზაფხულში გუნდის დატოვება სურდა, თუმცა ის დარჩა და იმედი მაქვს, რომ მას ახალი კონტრაქტით მოვხიბლავთ. გარსია ძალიან სტაბილური მცველია, გახარებულები ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს», - ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს გამოცემა Independent.

შეგახსენებთ, რომ 2020/21 წლების სეზონში ერიკ გარსიამ «მანჩესტერ სიტის» მაისურით ჯამში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 19 წლის ახალგაზრდა ესპანელი მცველის მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2021 წლის ივნიცის ბოლომდეა გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით ერიკ გარსიას მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.