ლაუდრუპი: რა სჭირს აზარს?

"მე არ მესმის რა ემართება აზარს. მან რამდენჯერმე მიიღო ტრავმა "ჩელსის" შემადგენლობაში ყოფნის დროს, თუმცა არა ამ რაოდენობით. ვაკვირდებოდი მის თამაშებს, როგორც "ჩელსის" რიგებში, ისე ბელგიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც. მას აქვს უნარი რამდენიმე მოწინააღმდგეს მარტივად გაექცეს. ასეთი ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ბურთის გორაობას ვიხილავთ. მაშინ ვინ განახორციელებს განსაკუთრებულ ქმედებებს?"
"ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ აზარი დაბრუნდა ის რამდენიმე მატჩს ჩაატარებს და ამის შემდეგ ტრავმის გამო, კვლავ ლაზარეთში ინაცვლებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელს თვეები ეკარგება, დაზიანების გამო." - ციტირებს გამოცემა ВВС მიქაელ ლაუდრუპის სიტყვებს.