ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს

"რონალდოსთან არსებული პაექრობა იყო და მომავალშიც დარჩება განსაკუთრებულ მოვლენად. ის დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. მრავალი წლის მანძილზე საჭირო დონის შენარჩუნება კი მარტივი საქმე არ არის. ჩემსა და კრიშტიანოს შორის არსებული დუელი კარგი იყო პირად დონეზეც და ვფიქრობ, რომ ეს ხალხს ძალიან მოსწონდა. "ბარსელონას" ქომაგებს, მადრიდის "რეალის" ქომაგებს და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივარს. ეს იყო დიდებული სანახაობა. იმედს ვიტოვებ, გულშემატკივარს კვლავ მივცემთ დაუვიწყარ ემოციებს."
"რა თქმა უნდა, როდესაც კრიშტიანუ მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა კლასიკო ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ეს შეხვედრები ისედაც გამორჩეულია, თუმცა როდესაც მოედანზე რონალდო იყო, ეს დამატებით განსაკუთრებულობას სძენდა. ახლა ეს ყველაფერი წარსულია. ჩვენ სულმოუთმენლად ველით დღევანდელ გამოწვევას. იმედი მაქვს კრიშტიანო კოვიდინფექციისგან მალე გამოჯანმრთელდება და მოახლოებულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს." - განაცხადა ლეო მესიმ.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსი" კატალონიის "ბარსელონას" 28 ოქტომბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა იტალიაშია ჩანიშნული.