ერერა: ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო

ერერა: ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ექტორ ერერა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" ესპანური კლუბი დამანგრეველი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

"ძალიან კარგად ვთამაშობდით, ევროპის ჩემპიონთან ტოლ-სწორად ვმოქმედებდით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ვფიქრობ ეს აისახა კიდეც ტაბლოზე, თუმცა სახიფათო მომენტები ჩვენც გვქონდა. ჩვენი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. შეხედეთ დღევანდელ შეხვედრას. დიახ ტაბლოზე დიდი სხვაობა დარჩა, თუმცა ჩვენ ბრძოლა ერთი წამითაც არ შეგვიწყვიტავს. ამ მიდგომით შესაძლოა ბევრს მივაღწიოთ."

"რა თქმა უნდა, ამ მატჩს შესაბამისი ანალიზი ჩაუტარდება. დავაკვირდებით, სად იყო დაშვებული კრიტიკული შეცდომები, ამის შემდეგ კი წამლის მოძიებას შევუდგებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც გამოგვდიოდა ის ასპექტები, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. დრო გამოაჩენს, რამდენად კარგი გუნდი ვართ."
- განაცხადა ერერამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ