მილნერი: კარგი თამაში ვაჩვენეთ

მილნერი: კარგი თამაში ვაჩვენეთ ინგლისური "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ამსტერდამის "აიაქსთან" გამართულ მატჩს გამოეხმაურა. უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ლივერპულმა" მინიმალური ანგარიშთ 1:0 იმარჯვა.

"ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგი სტარტი. ჩვენ ეს გამოგვივიდა. გარდა ამისა ჩვენ გასვლით მატჩში მივაღწიეთ გამარჯვებას, რაც დამატებითი ბონუსია. მოწინააღმდეგეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, გამოირჩევიან კარგი ორგანიზებით. ცუდად ნამდვილად არ თამაშობენ. ჩვენ გვქონდა აღმაფრენის და დაცემის კვირეული, სწორედ ამიტომ დღევანდელ დღეს კარგი ფეხბურთის ჩვენება, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო." - ციტირებს მილნერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.