კონტე "გლადბახთან" გამართულ პაექრობას აფასებს

კონტე "გლადბახთან" გამართულ პაექრობას აფასებს მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"შეუძლებელია ეს მატჩი შეადარო, ერთი წლის წინ "სლავიასთან" ჩატარებულ შეხვედრას. მაშინ ის შეხვედრა დავთმეთ, აქ კი კარგად ვმოქმედებდით, იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ტექნიკური ისე ფიზიკური თვალსაზრისით. არ მახსოვს არც ერთი სეივი სამირ ჰანდანოვიჩის შესრულებით, როდესაც გამარჯვების შანსი გვქონდა. არ არის აუცილებელი ბიჭები წნეხში ვამყოფოთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მომენტებში უფრო ძლიერად უნდა გამოვიყურებოდეთ და შეცდომები ნაკლები დოზით დავუშვათ."

"ერიქსენმა, ისევე როგორც მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი სითამამე გამოეჩინა ბურთით მოქმედების დროს. მან ეს დავალება კარგად შეასრულა, საკუთარი თანაგუნდელების მსგავსად. აუცილებელია კონცენტრაციის მაღალი დონე შევინარჩუნოთ, რათა მოედანზე წარმატებას მივაღწიოთ, ეს არის ის რასაც ვითხოვ. დღეს ძალიან მძიმე ინფორმაცია მივიღეთ, ჰაკიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ყველაფერი მატჩამდე რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, იყო შემადგენლობის ნაწილი. მასზე გარკვეულ ტაქტიკურ გეგმებს ვამუშავებდით."

"ბიჭებს ვუთხარი, რომ თითოეულ მოცემულობას აწეული თავებით უნდა შევხვდეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარტივი მომენტი არ იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა თავი გაართვეს. ცვლილებებით ბევრს ვერაფერს მივაღწევდით. ბასტონიმ, კოვიდინფექციის შემდეგ მხოლოდ ორი ვარჯიში გამართა, ბროზოვიჩს კუნთების პრობლემა ჰქონდა, სენსი მიუწვდომელი იყო. ნაინგოლანმა კი პირველად მხოლოდ გუშინ ივარჯიშა."
- ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia ანტონიო კონტეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ