ფლიკი: მიულერი ნამდვილი ლიდერია

"მართლაც შესანიშნავად ვითამაშეთ. ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, თუმცა არსებული ბარიერი ბრწყინვალედ დავძლიეთ. მოწინააღმდეგე გუნდის კარებთან ნამდვილად ცივსისხლიანად ვმოქმედებდით, რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც 4 გატანილი გოლით. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ. "
"რაც შეეხება თომას მიულერს, მან შესანიშნავად იცის, როგორ მოძებნოს თავისუფალი ზონები. სადაც შემდგომ უნდა გაიხსნას. ამის გარდა, მას აქვს უნარი საფეხბურთო მოედანზე მთელი გუნდი მართოს და მათ უხელმძღვანელოს. ის საკუთარ თანაგუნდელებს მუდამ წინ წასვლისკენ უბიძგებს. მისით უაღრესად კმაყოფილი ვარ. დიახ, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მიულერი მოედანზე მთავარი მწვრთნელის ერთგვარი გაგრძელებაა." - ამბობს ჰანს დიტერ ფლიკი.