ვინისიუსი: თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩევნ ერთ ნავში ვზივართ. დღეს არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ითამაშა კარგად, ვერავინ ვერ გააკეთა ის, რასაც ზიზუ ითხოვდა. ძალიან ბევრი ვარჯიში გვჭირდება. ჩვენ უკვე ვართ სათანადოდ კონცენტრირებულები, რათა კლასიკოში გამარჯვება მოვიპოვოთ. დღეს არ გამოგვივიდა თამაში და არა მხოლოდ პირველ ტაიმში. სწორედ ასეთი რამ დაგვემართა "კადისთან" (0:1) ჩატერბულ შეხვედრაშიც. ცუდად ვფლობდით ბურთს და პრესინგსაც ვერ ვახდენდით."
"აუცილებელია შესატყვისი მუშაობა გავაგრძელოთ და ნელ-ნელა მოვუმატოთ. შევიდეთ შესაბამის კონდიციებში და შევძლოთ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგება. ჩვენ კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა ამის მერე ორი შეხვედრა წავაგეთ." - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს გამოცემა Movistar +.
🎙️ @vinijr: "We have to find our best version."#HalaMadrid pic.twitter.com/NNOBwogr7u
— Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) October 21, 2020