გიგზი: კავანი ბრწყინვალე შენაძენია

"როდესაც ნაციონალური გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდი, ჩემი მეორე შეხვედრის დროს ედინსონ კავანის და მის ნაკრებს დავუპირისპირდი. იმ შეხვედრაში, ხსენებული ფეხბურთელი უკეთესი იყო, ვიდრე ლუის სუარესი. არ ვფიქრობდი, რომ ის ასეთი კარგი იქნებოდა.
ედინსოს უკვე დიდი ხანია, რაც არ უთამაშია, ასე რომ შესაძლებელია მცირე პრობლემები ჰქონდეს. მაგრამ რას იღებს მანჩესტერ "იუნაიტედი"? ცენტრფორვარდს, რომელსაც ასე ითხოვდა ქომაგი. ის ნამდვილი თავდამსხმელია. ამ გუნდში არის მარკუს რაშფორდი, მარსიალი, რომელიც ნახევარდ ვინეგრია, ნახევრად ფორვარდი. კავანი კი ცალსახად თავდამსხმელია. მას უაღრესად დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იმედს ვიტოვებ ის თანაგუნდელებს გააძლიერებს, როგორც ეს ბრუნოს შემთხევავაში იყო." - ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს Webby & O’Neill’s-ი.
ურუგვაელი შემტევი "წითელმა ეშმაკებმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფრომეს. კავანი "იუნაიტედის" რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.