ზიდანი: ეს იყო ცუდი საღამო

ზიდანი: ეს იყო ცუდი საღამო მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დონეცკის "შახტართან" გამართულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მატჩი უკრაინული გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:3 დასრულდა.

"მე საკუთარ თავში ვხედავ იმის რესურს, რომ მადრიდის "რეალში" არსებული სიტუაცია გამოვასწორო, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ამაში აუცილებლად დამეხმარებიან ფეხბურთელები. დავიწყებთ პრობლემის გადაწყვეტის მოძიებას და ჩვენ მას აუცილებლად მივაგნებთ. ახლა ჩვენ შაბათს გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. "ბარსელონას" სტუმრად ვხვდებით. რა თქმა უნდა, "შახტართან" დაფიქსირებული შედეგით კარგ განწყობაზე ვერ ვიქნებით."

"ამ მატჩში ყველაფერი იყო თავმოყრილი. პირველ გატანილ გოლამდე დიდი შეცდომა დავუშვით, ამის შემდეგ თავდაჯერებულობა დავკარგეთ, ვერ ვმოქმედებდით შესაბამისად. პირველ ტაიმში ყველაფერი დაგვაკლდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მათ მეორე ნახევარში გარკვეულ ცვლილებებს მიმართეს საკუთარ თამაშში, რადგან ისინი მარცხს არ იმსახურებდნენ. ეს იყო ცუდი თამაში, ეს იყო ცუდი საღამო. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და გამოსავალი აუცილებლად უნდა მოვიძიო. სწორედ ამაშია ჩემი პასუხისმგებლობა. მატჩის პირველ ნახევარს უარყოფითად შევაფასებდი ე.ი რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო.

პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა და საბოლოო ჯამში დიდი ზეგავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, ტურნირი მხოლოდ ახლა იწყება და დანებება არ ღირს."
- ციტირებს ზინედინ ზიდანის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.