სიმეონე: საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ

სიმეონე: საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს ეხმიანება მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, ბაიერნმა გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 სძლია მეტოქე გუნდს.

"მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარი მომენტები გამოიყენა, ეს გუნდი ძალზედ აგრესიულად მოქმედებდა. მათ მარტივად გამოსდიოდათ ჩვენს ნახევარზე დამკვიდრება. სიმართლე, რომ გითხრათ ჩვენ ძალიან კარგად განვლაგდით დაცვაში, თუმცა ეს გუნდი დღეს ჩვენზე ზუსტი აღმოჩნდა. ბოლო წამამდე ვცდილობდით გოლის გატანას. გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა. "ბაიერნი" უბრალოდ ჩვენზე ეფექტური იყო. ამ მარცხიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ." - განაცხადა ნამატჩევს სიმეონემ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.