კინგსლი კომანისა და ლეონ გორეცკას შეფასებები

კინგსლი კომანისა და ლეონ გორეცკას შეფასებები უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი, კინგსლი კომანი და ლეონ გორეცკა.

კინგსლი კომანი: ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ორი გოლი გავიტანე, რაც ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, ხანდახან მახსენდება ფინალში გატანილი გოლი, მაგრამ ახლა უკვე ახალი სეზონია დაწყებული. ჩვენი სურვილია გამარჯვებები განვაგრძოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულები. იმედს ვიტოვებ მომავალშიც ყველაფერი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. პირველი გოლის დროს, ცენტრისკენ შევიწიე, იოზუას პასი კი უბრალოდ იდეალური იყო. ბურთი დავიმორჩილე, რის შემდეგადაც კარის მიმართულებით გავგზავნე.

ლეონ გორეცკა: პირველი ათი წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ საკუთარი თამაში გვეპოვნა. ამის შემდეგ სულ უფრო უკეთესები ვხდებოდით, ვქმნიდით მომენტებს. ძალიან ეფექტურად გამოვიყურებოდით, სწორედ ამიტომ დამსახურებულად მოვიგეთ. მატჩის მსვლელობის დროს რაღაცეები შევცვალეთ, რამაც მეტი თავისუფალი სივრცეები გამოაჩინა, გამოვიყენეთ რამდენიმე კომბინაციაც, რაც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ყრუ დაცვაში მჯდარი გუნდისთვის გასაღები მოგვერგო. ეს კარგად გამოჩნდა პირველი გატანილი გოლის დროს. ძალიან სასიამოვნოა როდესაც შენი გატანილი გოლით გუნდს ეხმარები. მე მაქვს ბევრი სხვა დავალებაც, ამიტომ მხოლოდ გოლებზე არ ვფიქრობ.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.