ფლიკი: ულამაზესი გოლები გავიტანეთ

"ჩვენს წინაშე ძალიან რთული დავალება იყო, რომელსაც თავი წარმატებით გავართვით. ძალიან კარგად გამოვიყენეთ ის სივრცეები, რასაც დავეუფლეთ. დღეს ჩვენ დიდად ეფექტურები ვიყავით. რა თქმა უნდა, ანგარიშითაც კმაყოფილი ვარ.
ოთხი ბრწყინვალე გოლი გავიტანეთ, ერთმანეთზე უკეთესები. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული სტარტით, უბრალოდ ვტკბებით. პირველ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამის მიღწევა ნებისმიერ ფასად გვსურდა. დაცვაში თამაშის დროს, გამოვყოფდი გუნდურ მოქმედებას, ართმევებზე თამაშსაც... ძალიან მომეწონა", - განაცხადა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ჰანს დიტერ ფლიკმა.