ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ცნობილ გამოცემა Tennis World-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარიზის ATP-ის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.

პარიზის ტურნირზე არ ვითამაშებ, რადგან დამატებითი სარეიტინგო ქულების მოპოვებას ვერ შევძლებ. სამაგიეროდ, გავემგზავრები ვენაში, სადაც შესაძლებლობა მექნება დამატებით 500 ქულა მივამატო ჩემს მიმდინარე რეიტინგს», - ნოვაკ ჯოკოვიჩის სიტყვებს ციტირებს Tennis World.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ტურნირი შაბათს 31 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 8 ნოემნერს დასრულდება. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი: 5,2 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ 33-წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს ლონდონში გასამართ ATP-ის ტურნირზე მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვს, რომელიც სტარტს 15 ნოემბერს აიღებს და 22 ნოემბერს დასრულდება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.