"ზენიტის" დირექტორი: გაწბილებული ვარ

"ზენიტის" დირექტორი: გაწბილებული ვარ "ზენიტის" გენერალური დირექტორი ალექსანდრ მედვედევი "ბრიუგესთან" განვლილ ორთაბრძოლას აფასებს. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ბელგიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

"აბსოლუტურად მიუღებელი რეზულტატია. განსაკუთრებით დიდ წყენას იწვევს, ბოლო წამებზე გაშვებული გოლი, რამაც ჩვენი მარცხი გამოიწვია. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ზენიტი მატჩის დასაწყისშივე უშვებს გოლს. მიუხედავად ამისა, გათანაბრება შევძელით, ვუტევდით მძლავრად , გვქონდა შესაბამისი მომენტებიც... მინიმუმ სამჯერ უნდა დაგველაშქრა მეტოქე გუნდის კარები. იყო მომენტები, თუმცა მათი რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ და დამატებით დროში, პირიქით ჩვენ გავუშვით გოლი. არ ღირს თავის დახრა, ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. წინ კიდევ 5 ბრძოლაა დარჩენილი. ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სუსტია და ვიღაც ძლიერი - შეუძლებელია.

რუსეთის ჩემპიონატში ჩვენი შეცდომები ხშირად დაუსჯელი რჩება. უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი ყოველ შეცდომაზე მოგეკითხება. სითამამე გვაკლდა, ეს მარცხის ერთ-ერთი მიზეზია. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში იგრძნობოდა, რომ თითქოს მაგიდის ფეხბურთს ვუყურებდით, როდესაც ფეხბურთელები საკუთარ პოზიციაზე არიან მიჯაჭვულები და ვერ ინძრევიან. ამ ყველაფერმა ბრიუგეს მისცა შესაძლებლობა, მოედნის ცენტრალური ზონა უკეთ გაეკონტროლებინა და ჩვენს საჯარიმო სივრცესთან ახლოს მოსულიყვნენ.

"ზენიტმა" უნდა აკონტროლოს მატჩი და გამოირჩეს დომინირებით, ვფიქრობ გუნდს ამის რესურსი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკადრო პრობლემები გვქონდა. ვნახე მალკომი, რომელიც იმედგაცრუებული იყო, იმის გამო რომ ვერ ითამაშა. თქვა, რომ შემდეგ მატჩში მზად იქნება. თუ ამ ყველაფერს ჩვენი ექიმებიც დაამოწმებენ, მაშინ ეს ფეხბურთელი "ზენიტს" დამატებით ძალებს მისცემს. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებიც არ ჩამოსულან უძლიერესი შემადგენლობით."
- ციტირებს გამოცემა Р-Спорт "ზენიტის" დირექტორის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.