გიორგი ჭყოიძე: «მთელი საქართველო ელოდა რუსეთთან მატჩს»

გიორგი ჭყოიძე: «მთელი საქართველო ელოდა რუსეთთან მატჩს» საქართველოს ნაკრებისა და რუსული პენზის «ლოკომოტივის» ჰუკერი გიორგი ჭყოიძე Rugby Europe-ს ეგიდით საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის გადადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩი რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

როგორც ირკვევა, შეხვედრის გადადება საქართველოში კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიურ სიტუაციასა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც რაგბი ევროპამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

«ერთის მხრივ, ახალი ტურნირის წინ საქართველოს ნაკრები მეტ თავისუფალ დროს მიიღებს დასასვენებლად და მოსამზადებლად, რაც კარგია. მეორეს მხრივ ქართველი რაგბისტები ამ შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, მთელი ქვეყნის გულშემატკივრები ელოდნენ ამ მატჩს, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ», - ამბობს გიორგი ჭყოიძე.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.